ფილფანი: მაქვს სრული თავისუფლება, რასაც მინდა ვაკეთებ
„ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი პროფესია არ არის და არ ვწვალობ. მაქვს სრული თავისუფლება, რასაც მინდა ვაკეთებ, პრეტენზია არ მაქვს მხატვრობაზე. იმდენად თავისუფლად ვაკეთებ ყველაფერს, რომ შეიძლება პირიქითაც არის, არც მიჭირს და უკეთესიც გამოდის“,- ამბობს ფილფანი.
ლილე ფილფანი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. უკვე 10 წელია ტიხრული მინანქრისგან სხვადასხვა ნატიფ და ულამაზეს ნაკეთობებს ქმნის. ქალბატონი ლილე დღეს საკმაოდ წარმატებული ხელოვანია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ უამრავ გამოფენაში საკმაოდ წარმატებით მონაწილეობს.