1996 წელს გამოშვებული Suzuki Vitara-ს პატრონმა მშვენიერ ხერხს მიაგნო ავტომობილის გასაყიდად.
არა, ახალი ველოსიპედი არ გამოუგონია, ნაცად მეთოდს მიმართა და საკუთარი „რაში“ თავად „გაარეკლამა“ — ოღონდ სხვანაირად: რამდენიმე ფილმში ჩაამონტაჟა და ისე შესთავაზა ავტომობილის ყიდვის მსურველებს. ესენი იყო: „იურიული პერიოდის პარკი“, „შეშლილი მაქსი“ და „უკან მომავალში“.
მოკლედ, ვიზუალური ეფექტების ოსტატმა, მხატვარმა ევგენი რომანოვსკიმ თავისი სულ რაღაც 22 წლის „სუზუკი“ დინოზავრებშიც გაასეირნა, მთვარეზეც აფრინა და კანიონებიც დაალაშქრინა. ბოლოს კი ათქმევინა, მე თქვენი სიყვარული და ცოტაოდენი საღებავი მჭირდებაო.
პერსონალური ვიდეორეკლამა მართლაც დიდებული გამოვიდა და ერთ დღე-ღამეში 4 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.