როგორ უნდა მოემზადონ ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო-2022-თვის

© Sputnik / Levan Avlabreliრევაზ ძოძუაშვილი და ნიკოლოზ პატარქალიშვილი
რევაზ ძოძუაშვილი და ნიკოლოზ პატარქალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარების გეგმებზე ისაუბრეს

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში პელეს თასის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარება ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას და მსოფლიო-2022-თვის ქართველი ფიხბურთელების მომზადებისთვის თანხების მოძიებას შეუწყობს ხელს, „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.

მანამდე „არგენტინის სახლი საქართველოში" და მისი თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოში სამხრეთ ამერიკის, საქართველოს და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩატარდეს. ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი მასშტაბური ღონისძიება დაეხმარება საქართველოს განავითაროს კავშირები ბრაზილიასთან, არგეტინასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროში და მათთან სავაჭრო-ეკონომოკური თანამშრომლობა დაამყაროს.

© Sputnik / Levan Avlabreliრევაზ ძოაშვილი და ნიკოლოზ პატარქალიშვილი
Реваз Дзодзуашвили и Николоз Патаркалишвили - Sputnik საქართველო
რევაზ ძოაშვილი და ნიკოლოზ პატარქალიშვილი

ნიკოლოზ პატარქალიშვილმა განაცხადა, რომ პელეს თასის ტურნირი 2017 წელს არ შედგა, რადგან პრემიერ-მინისრ გიორგი კვირიკაშვილისგან სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პატარქალიშვილის თქმით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.

„ტურნირთან დაკავშირებული ღონისძიებებისგან შემოსული თანხები დაიხარჯება ქართველი ფეხბურთელების გრძელვადიან გადამზადებაზე არგენტინაში, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე წარმატებულად წარდგეს“, — განაცხადა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreli„საქართველოში არგენტინის სახლის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი
Председатель Аргентинского дома Грузии Николоз Патаркалишвили - Sputnik საქართველო
„საქართველოში არგენტინის სახლის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი

„არგენტინის სახლი საქართგველოში“ საჭიროდ მიიჩნევს, რომ უხლოეს მომავალში სამთავრობო დონეზე შედგეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრების მონაწილეობით.

„თუ გვსურს დღეს ვიყოთ დიდ საფეხბურთო არენაზე, სამხრეთ ამერიკის გამოტოვება არ შეიძლება“, — ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, პროექტის სპორტულმა კოორდინატორმა რევაზ ძოძუაშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliსაბჭოთა და ქართული ფეხბურთის ვეტერანი, თბილისის „დინამოს“ და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი
Ветеран советского и грузинского футбола, легендарный защитник Динамо Тбилиси и сборной СССР Реваз Дзодзуашвили - Sputnik საქართველო
საბჭოთა და ქართული ფეხბურთის ვეტერანი, თბილისის „დინამოს“ და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი


ყველა ახალი ამბავი
0