Ты супер!: როგორ ცხოვრობს ნანა ვარძელაშვილი

გამოწერა

ქარელში ცხოვრობს მუსიკალური ტელეპროექტის "Ты супер!" ქართველი მონაწილე ნანა ვარძელაშვილი. ფოტომასალაში იხილავთ, თუ როგორ ცხოვრობს გოგონა.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მუსიკალური პროექტი Ты супер! 2017 წელს დაიწყო. პროექტმა გააერთიანა მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან.

© Sputnik / STRINGERპროექტში მონაწილეობის შემდეგ ნანამ სასწაულების დაიჯერა და მას მომავლის იმედი გაუჩნდა
ნანა ვარძელაშვილი სკოლასთან - Sputnik საქართველო
1/15
პროექტში მონაწილეობის შემდეგ ნანამ სასწაულების დაიჯერა და მას მომავლის იმედი გაუჩნდა
© Sputnik / STRINGERტელეპროექტში მონაწილეობის შემდეგ წელიწადი გავიდა - პროექტმა გოგონას ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა იქონია
ნანა ვარძელაშვილი სკოლასთან - Sputnik საქართველო
2/15
ტელეპროექტში მონაწილეობის შემდეგ წელიწადი გავიდა - პროექტმა გოგონას ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა იქონია
© Sputnik / STRINGERნანამ ირწმუნა, რომ სასწაულები იმ ბავშვების ცხოვრებაშიც ხდება, რომლებსაც მშობლების მზრუნველობა მოაკლდათ პატარაობიდან
ნანა ვარძელაშვილი გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
3/15
ნანამ ირწმუნა, რომ სასწაულები იმ ბავშვების ცხოვრებაშიც ხდება, რომლებსაც მშობლების მზრუნველობა მოაკლდათ პატარაობიდან
© Sputnik / STRINGERსცენაზე მიღებული გამოცდილების შემდეგ ნანას კამერისა და აუდიტორიის შიში თანდათან გაუქრა
ნანა ვარძელაშვილი სკოლაში - Sputnik საქართველო
4/15
სცენაზე მიღებული გამოცდილების შემდეგ ნანას კამერისა და აუდიტორიის შიში თანდათან გაუქრა
© Sputnik / STRINGERტელეპროექტში მონაწილეობის შემდეგ ნანამ უკეთ სწავლა დაიწყო. მისი თქმით, ცოდნა მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ნანა ვარძელაშვილი გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
5/15
ტელეპროექტში მონაწილეობის შემდეგ ნანამ უკეთ სწავლა დაიწყო. მისი თქმით, ცოდნა მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
© Sputnik / STRINGERნანას პედაგოგების თქმით, გოგონა გახდა უფრო კონტაქტური, გახსნილი და თავდაჯერებული
ნანა ვარძელაშვილი გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
6/15
ნანას პედაგოგების თქმით, გოგონა გახდა უფრო კონტაქტური, გახსნილი და თავდაჯერებული
© Sputnik / STRINGERახლა ნანა იშვიათადაა მარტო, მას გარშემო ყოველთვის მეგობრები ჰყავს
ნანა ვარძელაშვილი მეგობრებთან ერთად სკოლის სასადილოში - Sputnik საქართველო
7/15
ახლა ნანა იშვიათადაა მარტო, მას გარშემო ყოველთვის მეგობრები ჰყავს
© Sputnik / Alexander Imedashviliნანა მუსიკას კვლავ მიჰყვება
ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
8/15
ნანა მუსიკას კვლავ მიჰყვება
© Sputnik / STRINGER"ეს ყველაზე ნათელი და დაუვიწყარი მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში. პროექტის დროს მეგონა, რომ ზღაპარში მოვხვდი და ჩემს გარშემო ყველაფერი არარეალური იყო. "Ты супер!" - ეს ნამდვილი ზღაპარია. მენატრება ის დღეები, მეგობრები, რომლებიც იქ შევიძინე და ნატალია ნიკოლაევნა, ჩემი პედაგოგი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. იმედი მაქვს, რომ ოდესმე კიდევ შევხვდები მათ", - ამბობს ნანა
ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
9/15
"ეს ყველაზე ნათელი და დაუვიწყარი მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში. პროექტის დროს მეგონა, რომ ზღაპარში მოვხვდი და ჩემს გარშემო ყველაფერი არარეალური იყო. "Ты супер!" - ეს ნამდვილი ზღაპარია. მენატრება ის დღეები, მეგობრები, რომლებიც იქ შევიძინე და ნატალია ნიკოლაევნა, ჩემი პედაგოგი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. იმედი მაქვს, რომ ოდესმე კიდევ შევხვდები მათ", - ამბობს ნანა
© Sputnik / STRINGERახლა ნანას ოცნება მომღერლობაა, ამიტომ ის რეგულარულად მეცადინეობს მუსიკაში
ნანა ვარძელაშვილი სცენაზე - Sputnik საქართველო
10/15
ახლა ნანას ოცნება მომღერლობაა, ამიტომ ის რეგულარულად მეცადინეობს მუსიკაში
© Sputnik / STRINGERნანამ აქტიურად დაიწყო ენების შესწავლა, მათ შორის რუსულისაც. მას კვლავ სურს მოსკოვში წასვლა
ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
11/15
ნანამ აქტიურად დაიწყო ენების შესწავლა, მათ შორის რუსულისაც. მას კვლავ სურს მოსკოვში წასვლა
© Sputnik / STRINGER"ძალიან დიდი მადლობა Sputnik-ს სტიპენდიისთვის, რომელსაც მე ყოველთვიურად ვღებულობ. ამით საშუალება მეძლევა საკუთარ თავზე ვიზრუნო და განვვითარდე. და, რა თქმა უნდა, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ამ სიხარულისთვის, მადლობა პროექტს "Ты супер!", რომელმაც უამრავი სითბო და სიკეთე აჩუქა მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს. მათ თითქოს გზები გამიხსნეს და დამანახეს, თუ რა მიმართულების განვაგრძო სვლა, როგორ ვიცხოვრო და რით დავკავდე", - გვიამო ნანამ
ნანა ვარძელაშვილი სახლში კატასთან ერთად - Sputnik საქართველო
12/15
"ძალიან დიდი მადლობა Sputnik-ს სტიპენდიისთვის, რომელსაც მე ყოველთვიურად ვღებულობ. ამით საშუალება მეძლევა საკუთარ თავზე ვიზრუნო და განვვითარდე. და, რა თქმა უნდა, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ამ სიხარულისთვის, მადლობა პროექტს "Ты супер!", რომელმაც უამრავი სითბო და სიკეთე აჩუქა მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს. მათ თითქოს გზები გამიხსნეს და დამანახეს, თუ რა მიმართულების განვაგრძო სვლა, როგორ ვიცხოვრო და რით დავკავდე", - გვიამო ნანამ
© Sputnik / STRINGER"დედის გარდაცვალების შემდეგ საბავშვო კონკურსში მონაწილეობა და მოსკოვში გატარებული დღეები ყველაზე ბედნიერი და სასიხარულო იყო ჩემთვის. რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი ცხოვრება თითქოს თავიდან დაიწყო, დღეს მე უფრო ბედნიერი და თავდაჯერებული ვარ. ბევრი მცნობს, მაქებს, მამხნევებს, თბილ და სასიამოვნო სიტყვებს მეუბნება. გამიჩნდა იმედი, რომ ყველაფერი დალაგდება და, მიუხედავად გამოვლილი გზისა, ყველაფერი კარგად იქნება", - დაამატა ნანა ვარძელაშვილმა
ნანა ვარძელაშვილი პურის საცხობთან - Sputnik საქართველო
13/15
"დედის გარდაცვალების შემდეგ საბავშვო კონკურსში მონაწილეობა და მოსკოვში გატარებული დღეები ყველაზე ბედნიერი და სასიხარულო იყო ჩემთვის. რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი ცხოვრება თითქოს თავიდან დაიწყო, დღეს მე უფრო ბედნიერი და თავდაჯერებული ვარ. ბევრი მცნობს, მაქებს, მამხნევებს, თბილ და სასიამოვნო სიტყვებს მეუბნება. გამიჩნდა იმედი, რომ ყველაფერი დალაგდება და, მიუხედავად გამოვლილი გზისა, ყველაფერი კარგად იქნება", - დაამატა ნანა ვარძელაშვილმა
© Sputnik / STRINGERნანა ვარძელაშვილი სკოლის მეგობრებთან ერთად
ნანა ვარძელაშვილი სკოლის მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
14/15
ნანა ვარძელაშვილი სკოლის მეგობრებთან ერთად
© Sputnik / STRINGERნანა ვარძელაშვილი საკუთარი სახლის კართან
ნანა ვარძელაშვილი საკუთარი სახლის კართან - Sputnik საქართველო
15/15
ნანა ვარძელაშვილი საკუთარი სახლის კართან
ყველა ახალი ამბავი
0