პრემიერმა დავოსში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი დავოსის ფორუმზე
გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ფორუმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებად ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა დაასახელა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მიღწევებსა და მისწრაფებებზე ისაუბრა.

კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში Strategic Outlook – Eurasia. ფორუმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია კვირიკაშვილის ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

„საუბარია ეკონომიკის გახსნილობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების გაუქმებაზე, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებაზე, ასევე ქვეყნის შიგნით დიდ რეფორმებზე. საქართველო გახდა „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ გავატარეთ სიღრმისეული რეფორმები, შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელშიც არიან ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნეს-ასოციაციების ლიდერები, რამდენიმე მინისტრი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
პრემიერი დავოსში მსხვილ ინვესტორებს საქართველოში იწვევს

პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე კორუფციასთან ბრძოლაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულად მუშაობს ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნაზე, რომელსაც "ბიზნეს-სახლი" დაერქმევა.

„მთავრობის სააგენტოებიდან გამოვყოფთ არსებულ ფრონტ-ოფისებს, გავაერთიანებთ მათ და განვათავსებთ საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში. ამის პარალელურად ვქმნით ერთიან ციფრულ ფრონტ-ოფისს, სადაც მომსახურებას მიიღებენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება გამჭვირვალობა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო შემცირდება კორუფციის შანსი, რადგან ყველა სერვისი ფიზიკურად და ციფრებში ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო პროექტები და ასევე ის პროექტები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

„ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი გამოწვევებია ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია სახელმწიფო სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც სიღარიბესთან ბრძოლას ემსახურება", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ქართული პროდუქცია ბერლნში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარს იპყრობს

მთავრობის მეთაური ასევე შეეხო განათლების სფეროს.

„ჩვენ წამოვაყენეთ კერძო კომპანიებთან ერთად პროფესიული განათლების თანადაფინანსების იდეა. ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდა. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქვეყანაში ძალზე არაჯანსაღი პროპორციის შეცვლა უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის და პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას "მენეჯმენტის ევროპული ფორუმი" (European Management Forum) ეწოდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0