აშშ-ში ქართველი ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Raymond Wambsgans / Solon Ohio Police Chevrolet Tahoeამერიკის პოლიციის მანქანა
ამერიკის პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის ინფორმაციით, ამერიკელი მამაკაცი, რომელიც ქართველ ექიმთან ერთად მოკლეს, ეჭვმიტანილთან რომანტიკულ ურთიერთობებში იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, ეჭვიანობის მსხვერპლი გახდა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. აშშ-ში 31 წლის ქართველი ექიმის დავით კანდელაკისა და 30 წლის ამერიკელის ჯოშუა რაისის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი — აარონ ჰერნანდესი დააკავეს, იუწყება ამერიკული საინფორმაციო ონლაინ-გამოცემა USNews.

დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის ცხედრები 18 იანვარს აშშ-ის კენტუკის შტატში, ერთ-ერთ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით აღმოაჩინეს.

მანამდე აშშ-ის პოლიციამ კანდელაკზე ძებნა გამოაცხადა მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ქალს მეუღლე ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში წინასწარ დაგეგმილ ადგილზე არ შეხვდა.

კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში ჩადენილი ორმაგი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი 23 წლისაა და პოლიცია ვარაუდობს, რომ მას რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა ერთ-ერთ მოკლულთან — ჯოშუა რაისთან.

პოლიცია, შემთხვევის ადგილი, ფოტო არქივიდან - Sputnik საქართველო
აშშ-ში მოკლული ქართველის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველო დაფარავს

პოლიცია მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილმა დავით კანდელაკი და ჯოშუა რაისი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ მტკიცებულებები გააყალბა.

აარონ ჰერნანდესი 20 იანვარს ტეხასის შტატში დააკავეს. მას ბრალს ლუისვილში წაუყენებენ, სადაც მისი ექსტრადიცია მოხდება.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამართალდამცველებს სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავთ, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

დავით კანდელაკი აშშ-ის მოქალაქე იყო, იგი შტატებში წლების წინ ჩავიდა, ხოლო ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა მეუღლესა და ორი წლის ტყუპ შვილებთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0