ექსპერტებმა სამართლის სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა: „ქართული სამართალი რეფორმების ფონზე"
მრგვალი მაგიდა: „ქართული სამართალი რეფორმების ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იურისპრუდენციის სფეროს ექსპერტებმა ქართული კანონმდებლობის პრობლემები „Sputnik–საქართველოს" პრეს–ცენტრში განიხილეს

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქართული სამართლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, განაცხადა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, სამართლის დოქტორმა გია მეფარიშვილმა მრგვალი მაგიდის ქართული სამართალი რეფორმების ფონზე" მსვლელობისას Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ ასევე სამართლის დოქტორი, იურისტი გიორგი ქოიავა და სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე. არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch–მა 20 იანვარს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც შევიდა ნარკოპოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულება სამართალდამრღვევი სამართალდამცველების მიმართ, ლგბტ პირების უფლებები და მრავალი სხვა.

სასწრაფოდ არის გადასაჭრელი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა. დღეს საქართველოში სასამართლო არ არის ხალხთან და საზოგადოებასთან. სასამართლო რაღაც კასტად ჩამოყალიბდა და თუ ასე გაგრძელდება, უნდობლობასთან დაკავშირებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაღრმავდება. დღეს ეს პროფესია (მოსამართლე) არ არის პოპულარული. ეს სახელმწიფო სტრუქტურა არაპოპულარულია, არადა, პირიქით უნდა იყოს", – განაცხადა მეფარიშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliსამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი
Доктор права, профессор Кавказского международного университета Гия Мепаришвили - Sputnik საქართველო
სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი
Human Rights Watch–მა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2017 წელს მან საკონსტიტუციო რეფორმა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა. ამ რეფორმის შედეგად ქვეყანა მთლიანად მართვის საპარლამენტო მოდელზე გადადის.

კონსტიტუცია ყოველთვის თანხმობის დოკუმენტია. მისი მიზანი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური სტაბილურობა და ამ მიმართულებით ოპოზიციაცა და პოზიციას ერთიანი უნდა იყვნენ. ამის მიღწევა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, იმდენად დიამეტრალური მოსაზრებები იყო. რაც შეეხება თავად ცვლილებებსა და დამატებებს, მათი რაოდენობა უკვე დაახლოებით 60–ია. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ის (კონსტიტუცია) ერთ–ერთი საუკეთესოა" მსოფლიოში. ეს კონსტიტუცია 1995 წელს მიიღეს და მას შემდეგ იმდენი ცვლილება მოხდა… ასე თუ გაგრძელდება, ღრმად ვარ დარწმუნებული და ამ რწმენას თავისი საფუძვლები აქვს, ამ კონსტიტუციის შეცვლა მოგვიწევს", – დასძინა მეფარიშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა: „ქართული სამართალი რეფორმების ფონზე"
Круглый стол: Грузинское право на фоне реформ - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა: „ქართული სამართალი რეფორმების ფონზე"

ვენედი ბენიძის აზრით, ქართული სამართლის სფეროში მთავარი პრობლემა არასწორი საკადრო პოლიტიკაა. მოსამართლის, პროკურორისა და სხვა სამართალდამცველი ორგანოების თანამდებობებზე უნდა დაინიშნონ პრინციპული ადამიანები.

პირველ რიგში, სწორი საკადრო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს. მოსამართლის, პროკურორის ან სხვა სამართალდამცველი ორგანოს თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ადამიანები, რომლებიც ამას იმსახურებენ – არიან პრინციპულები, მიუწვდომლები, ობიექტურები, მიუკერძოებლები. ამის გარეშე არც ერთი რეფორმა არაფერს წარმოადგენს. ადამიანი შეიძლება იყოს განათლებული, ჰქონდეს ღირსება, მაგრამ იყოს უპრინციპო და დაკვეთები შეასრულოს", – განახადა ბენიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliსამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე
Доктор права, профессор Венеди Бенидзе - Sputnik საქართველო
სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე

გიორგი ქოიავამ სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრობლემებზე ისაუბრა. იურისტის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქართული კანონმდებლობა ამჟამად სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულ მხარეს არ ცნობს.

მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი პროცესების თანახმად, დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში მხარეა. ამას ათეულობით წლებია, განიხილავენ. ეს საკითხი არ გადაწყდა. არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების დარღვევა? აუცილებლად უნდა დაირღვეს ბრალდებულის უფლება, რომ ამას ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდონ? დაზარალებული ადამიანი არ არის?" – განაცხადა ქოიავამ.

© Sputnik / Levan Avlabreliსამართლის დოქტორი, იურისტი გიორგი ქოიავა
Доктор права, юрист Георгий Коява - Sputnik საქართველო
სამართლის დოქტორი, იურისტი გიორგი ქოიავა

Human Rights Watch ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს, გამოძიებასა და დოკუმენტირებას მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა აშშ-ში მდებარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0