საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმი გაიმართება

გამოწერა
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას ითვალისწინებს, 23 იანვარს საქართველოს ტექნოპარკში გაფორმდა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება ტურიზმში ინოვაციური იდეების გენერირებას შეუწყობს ხელს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

„ეს  ჩვენს ქვეყანას მისცემს უფრო დახვეწილ, უფრო უკეთეს მომსახურებებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ტურისტებს შევთავაზოთ“, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ფორუმი საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. მის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები, სწავლებები (ბუტკემპი), პროექტების კონკურსი და საინვესტიციო ჩვენებები.

ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს-კომპანიებს საშუალება მიეცემა, დააფინანსოს საინტერესო პროექტები და მოახდინოს მისი საერთაშორისო დონეზე იმპელემენტაცია. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას ითვალისწინებს, 23 იანვარს საქართველოს ტექნოპარკში გაფორმდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
პრემიერი დავოსში მსხვილ ინვესტორებს საქართველოში იწვევს

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, The Creative Business Cup Foundation-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და Creative Business Cup Georgia-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა.

„ჩვენს ქვეყანაში მოხდება იმ ყველაზე საინტერესო და ინოვაციური იდეების განხილვა, რომელიც სტუმარმასპინძლობის ბიზნესში დაგენერირდება მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, და რაც, რა თქმა უნდა, იქნება უფრო მეტი ეფექტიანობისა და მიმზიდველობის მატარებელი, ვიდრე  ჩვეულებრივი  მომსახურება“,  – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

დანიური ორგანიზაცია The Creative Business Cup Foundation-ი ინოვაციების კონკურსსა და ინვესტორთა ფორუმს 2012 წლიდან ატარებს. თავდაპირველად ღონისძიებაში 17 ქვეყანა მონაწილეობდა, დღეს კი მათი რიცხვი 60-ს აჭარბებს.


ყველა ახალი ამბავი
0