იმედა არაბული: საოცნებოდ დამრჩა, ალბათ ეს ოცნება აღარ ამიხდება
„ორი საოცნებო როლი მქონდა. მეორე კურსზე ვიყავი „სირანო დე ბერჟერაკი“, რომ წავიკითხე და საშინლად მომინდა ამ როლის თამაში. მადლობა დავით დოიაშვილს, რომ მომცა საშუალება მეთამაშა ეს როლი“, ამბობს არაბული.
მსახიობის განცხადებით, მეორე როლი, რომელზეც ოცნებობდა არის „ჰამლეტი“. ფიქრობს, რომ ეს როლი აუხდენელ ოცნებად დარჩება, რადგან მის ასაკში ამ როლის თამაში არ შეიძლება.