თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში, რუსული რომანსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 28 იანვარს აღინიშნება, რუსული რომანსის საღამო გაიმართა.
ღონისძიება სმირნოვების სახლ-მუზეუმში საქველმოქმედო ფონდ „წყაროს" ხელმძღვანელის, საქართველოში „მშვიდობის რუსული ფონდის" წარმომადგენლის, ლიკა ზახაროვასა და სმირნოვების სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის, ბაია ამაშუკელის ორგანიზებით გაიმართა.
საღამოზე აჟღერდა რიმსკი-კორსაკოვის, დარგომიჟსკის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, ფომინის, შიშკინის რომანსები.
ნაწარმოებები შეასრულეს მ ჩუხრუკიძემ, ლ. თაბუკაშვილმა, ს. ვაშაკიძემ, ტ. კირაკოსოვამ, კ. პაპინაშვილმა, გ. ბეროშვილმა და სხვებმა.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათი შესრულებით რომანსებმა განსაკუთრებული ჟღერადობა მიიღო.
რუსული რომანსის ჟანრი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა. მისი ფუძემდებლები არიან ალექსანდრ ალიაბიევი, ალექსანდრ ვარლამოვი და ალექსანდრ გურილიოვი.