უკრაინაში ქართული ღვინის ფალსიფიკატორი დააჯარიმეს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო მაღაზიის დახლზე
ქართული ღვინო მაღაზიის დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ანტიმონოპოლურმა უწყებამ ქართული ღვინის დაცვის თაობაზე პირველი გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გაყიდვიდან ყალბი ქართული ღვინო ამოიღო, ნათქვამია ქართული უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული კომპანიები ახდენენ ქართული ღვინის უკანონო იმიტაციის გაყიდვას, ღვინის ეროვნულ სააგენტოში 2016 წელს შევიდა.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მიმართა უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს, რომელმაც გამოძიება დაიწყო უკრაინული კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ღვინო - Sputnik საქართველო
2017 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ, 2017 წლის ოქტომბერში მომზადდა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიას ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდა.

შედეგად, LLC KAMYANKA GLOBAL WINE-ს დაეკისრა ჯარიმა 7 010 000 უკრაინული გრივნის ოდენობით და მას აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებების განხორციელება.

ღვინის სააგენტოს მონაცემებით, ეს არის ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ მიღებული პირველი გადაწყვეტილება საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ.

„ეს ფაქტი განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს“, — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინა ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის მეორე ადგილზეა. 2017 წელს ქვეყანაში 8,5 მილიონ ბოთლი ღვინო გაიგზავნა.


ყველა ახალი ამბავი
0