საცობები საქართველოს სამხედრო გზაზე

გამოწერა

ზამთარში საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი საცობები იშვიათი მოვლენა არ არის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, როგორი სიტუაციისათვის უნდა იყვნენ მზად მძღოლები და მგზავრები

საქართველოს სამხედრო გზა — ეს გზის ისტორიული დასახელებაა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთსა და თბილისს აკავშირებს. 208 კილომეტრის სიგრძის გზაზე მრავალი მოსახვევი და სახიფათო მონაკვეთია. განსაკუთრებით რთული ამ გზაზე გადაადგილება ზამთარშია, როდესაც თოვლი და ყინული მრავალ პრობლემას უქმნის მძღოლებს.

ვინც ზამთარში საქართველოს სამხედრო გზით სარგებლობს, ჯობს მზად იყოს ამინდის გაუარესებისათვის და იმისათვის, რომ სახიფათო მონაკვეთების დროებით დაკეტვისას, საცობში რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე დროისა გატარება მოუწევთ. გასული კვირის მეორე ნახევარში თოვლის გამო საქართველოს მხრიდან მიმავალ მხარეს ათობით მანქანა დაგროვდა. მოგვიანებით ამინდი გაუმჯობესდა და მოძრაობაც განახლდა.

საქართველოს სამხედრო გზაზე განთავსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი — ზემო ლარსი" დღეისათვის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0