რა არის ლარის პრობლემა?
„2017 წლის განმავლობაში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.35 — 2.72-ის დიაპაზონში იცვლებოდა. თუმცა, რეალურად პრობლემას ქმნის არა გარკვეული ნიშნული, რომელსაც შეეჩვევა ბიზნესიც და საზოგადოებაც, არამედ ლარის კურსის არაპროგნოზირებადობა“- აღნიშნა ლევან ქისტაურმა „Sputnik საქართველოსთან» საუბრისას.
22 იანვრის მდგომარეობით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,5429 GEL/$1 ნიშნულზეა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 0,0034 ლარით გამყარდა.