იქმნება ქართული პროდუქციის საექსპორტო კატალოგი

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული პროდუქტი
ქართული პროდუქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება ქართულენოვანი "KAR.GE ინტერნეტ კატალოგი", რომელიც 2016 წლიდან არსებობს და ვითარდება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. უცხოელი ბიზნესმენებისთვის ქართული ექსპორტიორი კომპანიების კატალოგი იქმნება, განუცხადა მოძრაობა KAR. GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ „Sputnik საქართველოს".

„ყოველწლიური ინგლისურენოვანი ბეჭდური "KAR.GE Export Catalogue 2018"-ის მიზანი ქართული პროდუქციის ექსპორტის სტიმულირებაა. ის გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული წარმოებების, ბრენდების, სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორებისა და B2B მომსახურების მიმწოდებლების შესახებ", — აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.

ზივზივაძის თქმით, მოძრაობა KAR.GE პარტნიორების მხარდაჭერით „KAR.GE Export Catalogue 2018"-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით გაავრცელებს.

ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
ზივზივაძე: ქვეყნის სწრაფ განვითარებას მეწარმეობის განვითარება სჭირდება

ბეჭდური კატალოგი მიეწოდება ექსპორტიორებს, მყიდველებს, საქართველოს საელჩოებს და საკონსულოებს უცხოეთში, ემიგრანტებს, დიასპორულ ორგანიზაციებს, მწარმოებლებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, ქსელებს, მაღაზიებს, სასტუმროებს და რესტორნებს, კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, სატრანსპორტო კურიერულ კომპანიებს, უცხო ქვეყნების საელჩოებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინვესტორთა წრეებს.

მოძრაობის დამფუძნებლის თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება ქართულენოვანი „KAR.GE ინტერნეტ კატალოგი", რომელიც 2016 წლიდან არსებობს და ვითარდება. „KAR.GE-ს ინტერნეტ გამოცემა მთელი წლის განმავლობაში ელექტრონულად გავრცელდება.

კატალოგებზე მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

ყველა ახალი ამბავი
0