ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში 31 იანვარს გაიმართება

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშინატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში
ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ დაიწყო მზადება ნატოს სამიტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში 31 იანვარს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხება უელსის სამიტზე მიღებული მნიშვნელოვანი პაკეტის იმპლემენტაციას, საქართველოში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოებას არ გაამყარებს

„იანვრის ბოლოს დაგეგმილია ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ასე რომ, ჩვენ წელს ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ შესაბამისად მოვემზადოთ ივლისში დაგეგმილი სამიტისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას და ვქმნით მყარ საფუძველს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები იყოს ადეკვატურად შეფასებული ალიანსის მხრიდან“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ.

ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს ალიანსის წევრი სახელმწიფოები აპრილში, საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე შეაფასებენ.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.  „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0