„ნაცმოძრაობის“ წევრის ცემა: დაკავებულს გირაო შეეფარდა

გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კვახაძეს ხუთშაბათ საღამოს სცემეს. მომხდარის შემდეგ მან გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება.

გამოძიების მტკიცებით, ოთხშაბათს კვახაძეს მისი მეზობელი დაუკავშირდა და შეხვედრა ითხოვა. ოპოზიციონერი მას მეორე დღეს შეხვდა. კვახაძესთან შეხვედრაზე მეზობელი ნაცნობთან, შოთა ისაკაძესთან ერთად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
თბილისში „ნაცმოძრაობის“ წევრს სცემეს

შეხვედრა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სკვერში შედგა. მეზობელმა კვახაძეს ფული სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მზობელმა ოპოზიციონერს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო.

ამის შემდეგ ისაკაძემ კვახაძეს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა.

ტელეარხის ინფორმაციით, გირაოს გადახდამდე შოთა ისაკაძე პატიმრობაში რჩება, მას გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.


ყველა ახალი ამბავი
0