უნივერსიტეტების ჩამონათვალს სექტემბერში კიდევ ერთი სასწავლებელი შეემატება
„ავტორიზაციის მიღების შემდეგ საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე შეიქმნება უმაღლესი სასწავლებელი, სადაც გაერთიანდება განათლების რამოდენიმე საფეხური, მათ შორის: არაფორმალური განათლების მიღება სატრენინგო პროგრამების სახით, პროფესიული საგანმანათებლო პროგრამები, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები“- აღნიშნა მაკო ჯაოშვილმა.
PR აკადემია 5 წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კორპორაციულ და ინდივიდუალურ ტრენინგებს, გრძელვადიან პროგრამებს, პროფესიულ კურსებს და საკონსულტაციო მომსახურებას ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ორგანიზაციული მართვის საკითხებში.