გუდაურსა და ბაკურიანში „თოვლის მსოფლიო დღე“ აღნიშნეს

© Sputnik / STRINGERბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალისო შეჯიბრებებში 14 წლამდე ასაკის 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. გუდაურსა და ბაკურიანში „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

„თოვლის მსოფლიო დღე“ საქართველოს კურორტებზე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით აღინიშნა.

ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ინიციატივით სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებები 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გაიმართა. ღონისძიებაში 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა. დღის ბოლოს კი შეჯიბრში გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

სათავგასადავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

გუდაურში, გონდოლების მოედანზე თოვლის მოყვარულები 12:00 საათიდან შეიკრიბნენ. ჩასულმა სტუმრებმა თხილამურებითა და სნოუბორდებით სახალისო შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. აქვე მოწყობილი იყო ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობაც, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თოვლის საერთაშორისო დღე  ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

დღესასწაულის მიზანია ზამთრის სახეობის სპორტისადმი ინტერესის ამაღლება და ახალგაზრდებში  აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. 


ყველა ახალი ამბავი
0