აჭარაში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

© Department of Tourism of Adjaraღამის ბათუმი
ღამის ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება, რაც 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ერთ თვეში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. აპრილიდან კი ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენელობა განხორციელდება. 

ზურაბ პატარაძე სპორტკომპლექსის მშენებლობის პროექტს გაეცნო - Sputnik საქართველო
მეგა-პროექტი: ბათუმში თანამედროვე სპორტკომპლექსი აშენდება

„აჭარაში გვაქვს სხვა უმსხვილესი პროექტები, გვყავს კონტრაქტორი ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთ თვეში უკვე კონკრეტული საქმიანობა დაიწყება ამ მიმართულებით. აპრილიდან ხულო-ზარზმის მიმართულებით დაიწყება მუშაობა, ასევე გზა გაკეთდება გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით”, — განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

აღნიშნული  პროექტი  ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0