თავდასხმა სასტუმროზე: ქაბულში ტერორისტების თავდასხმის დროს 43 ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / Omar Sobhaniავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ქაბულში
ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ქაბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას ავღანეთის გენერალური კონსული კარაჩიში და უკრაინის მოქალაქე დაიღუპნენ

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. სასტუმრო Intercontinental-ზე ბოევიკების თავდასხმისას ქაბულში 43 ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости ტელეარხ Tolo News-ზე დაყრდნობით.

შეიარაღებულმა ბოევიკებმა Intercontinental Hotel-ში შაბათ საღამოს შეაღწიეს. სიტუაციის განმუხტვა 18 საათის განმავლობასი ვერ ხერხდებოდა, ამ დროის განმავლობაში ისმოდა სროლისა და აფეთქებებს ხმა.

ავღანეთის ხელისუფლებამ სულ 126 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, მათ შორის 41 უცხოელი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.


ყველა ახალი ამბავი
0