მხატვარმა ზაირა ნადირაშვილმა თბილისში საკუთარი შემოქმედებითი გარდასახვა წარადგინა

© photo: Sputnikისტორიულ-კულტურული ცენტრი „ქარვასლა“
ისტორიულ-კულტურული ცენტრი „ქარვასლა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ნამუშევრების შექმნაზე ზაირა ნადირაშვილს ახალმა გატაცებამ - გეშტალტფსიქოლოგიის შესწავლამ შთააგონა

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქართველი მხატვრის ზაირა ნადირაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ახალი მე“ ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ გაიხსნა.

ნადირაშვილის შემოქმედება ხელოვნების სხვადასხვა დარგსა და ფორმას მოიცავს: ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი, ინსტალაცია და სხვა.

ბოლო წლებში ნადირაშვილმა შეისწავლა გეშტალტ ფსიქოლოგია, რაც მხატვრისთვის შთაგონების ახალ წყაროდ იქცა და შემოქმედებისადმი მის დამოკიდებულებაში აისახა. ამ გამოცდილებამ უბიძგა მას შეექმნა ნამუშევრების სერია „ახალი მე“, რომელიც მოიცავს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეო-არტს.

„ამ პროექტით ავტორი გამოხატავს თავის ახალ ხედვას, სადაც ფილოსოფია, მხატვრობა და ფსიქოლოგია ერთ ესთეტიკურ მთლიანობად გარდაიქმნება. პროექტით „ახალი მე", ზაირა ნადირაშვილი დამთვალიერებელს შემოქმედებით ფასეულობათა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრებში იკითხება არტისტის, როგორც მაძიებელი ხელოვანის გამოცდილება“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

2001 წლიდან დღემდე ზაირა ნადირაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. ასევე ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისსა და ბათუმში.

ექსპოზიცია 30 იანვრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0