ფული აღარაა: აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი (United States Capitol) ვაშინგტონში
კაპიტოლიუმი (United States Capitol) ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესპუბლიკელები და დემოკრატები აშშ-ის მთავრობის დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ მისი მუშაობა შეწყდა

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ დღეიდან მუშაობა იმის გამო შეწყვიტა, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდნენ, იუწყება РИА Новости.

სენატს ახალი კანონპროექტი უნდა მიეღო, რომლის თანახმად სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის თანხები გადაირიცხებოდა.

აშშ-ში მთავრობის დაფინანსებას გააჩნია ვადები, რომლებიც გაგრძელებას მოითხოვს. მოქმედმა კანონპროექტმა მოქმედება პარასკევის მიწურულს შეწყვიტა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ამერიკულ ფასეულობათა დაცვის სადარაჯოზე: ტრამპმა გამოთქმა Merry Christmas- შეინარჩუნა

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელები სენატში მხოლოდ 51 ხმას ფლობენ, ხოლო კანონპროექტის მისაღებად საჭიროა 60 ხმა. დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კანონპროექტის იმ ვარიანტის მიღებას, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. დოკუმენტის ეს ვარიანტი 18 თებერვალმდე იყო გათვლილი.

საბოლოო ჯამში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 50-მა სენატორმა, 49 კი წინააღმდეგი წავიდა. ერთადერთი, ვისაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, იყო რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი, რომელიც ვაშინგტონში არ იმყოფებოდა.

დაფინანსების არარსებობის მიუხედავად, აშშ-ის ყველა სამთავრობო სტრუქტურას მუშაობა არ შეუწყვეტია. აუნაზღაურებელ შვებულებაში შეიძლება გაუშვან ასობით ათასი თანამშრომელი, რომელთა არსებობა სამუშაო ადგილზე კრიტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია. მუშაობას პენტაგონიც გააგრძელებს.

„მუქარები არასრფოს არ წყდება. და ეს სამინისტრო არასდროს დაიხურება“, — განაცხადა 2017 წლის ბოლოს აშშ-ის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაიტმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0