ავარია თურექთში: დაიღუპა 11 ადამიანი

© AFP 2024 / Stringerსასწრაფო დახმარება თურქეთში
სასწრაფო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსწავლეები არდადეგებზე სამთო-სათხილამურო კურორტ ულუდაგზე მიემგზავრებოდნენ

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თურქეთის პროვინცია ესკიშეჰირში მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოხვდა, 11 ადამიანი დაიღუპა, 44 დაიჭრა, იუწყება РИА Новости პროვინციის გუბერნატორზე ოზდემირ ჩაკაჯაკზე დაყრდნობით.

„ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები ანკარიდან ბურსაში ექსკურისიაზე მიჰყავდა, დაუდგენელი მიზეზით ხეებს შეეჯახა“, — ციტირებს ჩაკაჯაკს სააგენტო Anadolu. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა საშიში არ არის. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მძღოლები დააკავეს.

გაზეთ Hurriyet-ის ინფორმაციით, მოსწავლეები არდადეგებზე სამთო-სათხილამურო კურორტ ულუდაგზე მიემგზავრებოდნენ. ზოგიერთ მათგანს მშობლები ახლდა. წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი გზაზე გამოქცეული ცხოველი შეიძლება გამხდარიყო.

პარასკევს თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო ავტობუსების მონაწილეობით სამი მსხვილი ავარია მოხდა. მუშის პროვინციაში ავტობუსი გადაბრუნდა. ამ ავარიაში 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა. სულ ავარიებში დაახლოებით 80 ადამიანი დაშავდა.


ყველა ახალი ამბავი
0