თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისში ორშაბათს, 22 იანვარს ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
მზის ამოსვლა — 08:22 საათზე.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დილის 10:00 საათამდე შენარჩუნდება და პლუს 4 გრადუსს შეადგენს. დღის განმავლობაში ჰაერი მაქსიმუმ 8 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზის ჩასვლა — 18:03 საათზე.