ხევსურული ქუდი: ქართველი ოსტატების ნამუშევრები მოსკოვში

© Photo: courtesy of TImur Selivanovნატვრის ხე წერილებით
ნატვრის ხე წერილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში აღმოსავლურ ბაზრობაზე საქართველომ გობელენები, მინანქარი და ხევსურული ქუდები გამოფინა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ქართველი მხატვრებისა და ოსტატების ნამუშევრები შუა აზიას მოსკოვურ გამოფენა „ტუბეტეიკაზე“ (ცენტრალური აზიის რეგიონის ტრადიციული ქუდი) შეერწყა. Sputnik-ის კორესპონდენტმა აღმოსავლურ ბაზარზე მოულოდნელად ორი ქართული სტენდი აღმოაჩინა და მათ დიასახლისებს გაესაუბრა.

ბროწეული და ფიროსმანი

ბაზრობის შესასვლელი კარვის სტილშია შესრულებული. სტუმრებს ეგებება უზბეკურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა. ისმის უზბეკური მუსიკა, ტრიალებს პლოვის სურნელი. ირგვლივ ფერადი ხალიჩებია, კერამიკა — ნამდვილი აღმოსავლური ბაზარია.

მით უფრო გასაკვირია აქ ქართული სტენდის და მისი დიასახლისის, ელენას ნახვა. სტენდზე წარმოდგენილია სამკაულები, რომლებიც ცხელი ტიხრული მინანქრის ტექნიკით არის შესრულებული.

© Photo: courtesy of TImur Selivanovქართული ტიხრული მინანქრის ტექნიკით შესრულებული სამკაულები
Украшения минанкари, грузинская перегородчатая эмаль - Sputnik საქართველო
ქართული ტიხრული მინანქრის ტექნიკით შესრულებული სამკაულები

ეს ხელოვნება ჩინეთში ჯერ კიდევ ჩვ. წელთაღრიცხვის IV საუკუნეში გაჩნდა, გვიამბო დიასახლისმა. ქართველმა ოსტატებმა ჩინელების ესტაფეტა მიიღეს და ისინი მინანქარზე დღემდე ხატავენ.

გამყიდველს ამშვენებს მოდილიანის ნახატის ფრაგმენტით საყურეები და ბეჭედი, რომლებიც ქართველმა ოსტატებმა დაამზადეს. დახლზე სამკაულებია კლიმტის, ფიროსმანის და ბროწეულის მინამქრული „რეპროდუქციებით“. ბროწეული კი ქალის ჯანმრთელობის სიმბოლოა.

© Photo: courtesy of TImur Selivanovელენე - მინანქრის სტენდის გამყიდველი
Елена — продавщица стенда минанкари, грузинской перегородчатой эмали - Sputnik საქართველო
ელენე - მინანქრის სტენდის გამყიდველი

გამოფენა ერთ კვირას გრძელდება, მაგრამ სამუშაო დღეებში მყიდველი ბევრი არაა. დიასახლისს უქმეების იმედი აქვს.

ნემსი ფუნჯის ნაცვლად

გამოფენის შესასვლელში კაშკაშა, მრავალფეროვანი ტილოებია. შორიდან ისე ჩანს, თითქოს ისინი გუაშში ან ზეთში არის შესრულებული, მაგრამ ახლოდან აღმოაჩენ, რომ ეს ნაქარგი გობელენებია.

ქართველი მხატვარი მარინა ლომთათიძე მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. ორმოცი წლის წინ მან საკერავი ნემსი ფუნჯზე შეცვალა — მას მასალის „სითბო“ მოსწონს.

© Photo: courtesy of TImur Selivanovმხატვარი მარინა ლომთათიძე და მისი ნამუშევრები
Художница Марина Ломтатидзе и ее работы - Sputnik საქართველო
მხატვარი მარინა ლომთათიძე და მისი ნამუშევრები

მხატვრების სამყაროში ნაქარგი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებას ეკუთვნის და ფერწერას სტატუსით ჩამორჩება. ლომთათიძე მსგავს დისკრიმინაციას არ ეთანხმება. „ეს ბევრად შრომატევადი და რთული საქმეა. გათენებიდან დაღამებამდე ვმუშაობ, ზოგჯერ დღეში ორ-სამი საათი მძინავს“.

მხატვარს ხევსურული ეროვნული ქუდი ამშვენებს. იქვე რამდენიმე ასეთი ქუდი დევს, ყველა ხელნაკეთია. „ეს ქართული კულტურაა, კოლორიტი და ტონალობა — თავად შეხედეთ, თითქოს ცეცხლი უკიდია!“, — ამბობს მხატვარი.

© Photo: courtesy of TImur Selivanovმარინა ლომთათიძის მიერ შექმნილი ხევსურული ქუდები
Хевсурские шапочки-тюбетейки художницы Марины Ломтатидзе - Sputnik საქართველო
მარინა ლომთათიძის მიერ შექმნილი ხევსურული ქუდები

 „ჩემი ნახატები — გამოფენის მშვენებაა, — თავს დამსახურებულად იქებს მარინა. — ეს ჩემი საქმეა, ჩემი ცხოვრებაა“. და იქვე შეწუხდა: „ახლა მხატვრებზე ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორც ჩვენ ეს გვინდა. ზოგჯერ გავიფიქრებ: „მივატოვებ ყველაფერს!“

მარინა ლომთათიძის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციებშია: ინგლისში, ფინეთში, საფრანგეთში, იაპონიაში. სამწუხაროდ, ოჯახური გარემოებების გამო თბილისში უკვე 20 წელი არ ყოფილა, მაგრამ 2018 წლის ზაფხულში სამშობლოში ჩასვლის იმედი აქვს.

ერთი ქუდის ქვეშ

როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ოსტატები აღმოსავლურ ბაზარზე, გვიამბო ფატიმა არიფჯანოვამ — გამოფენის ორგანიზატორმა.

© Photo: courtesy of TImur Selivanovგამოფენის ორგანიზატორი ფატიმა არიფჯანოვა
Организатор выставки Тюбетейка Фатима Арифджанова - Sputnik საქართველო
გამოფენის ორგანიზატორი ფატიმა არიფჯანოვა

ფატიმა დაიბადა და გაიზარდა უზბეკეთში, რუსეთში 15 წლის წინ გადავიდა და სამშობლო ძალიან ენატრებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა აღმოსავლეთის ოსტატების გამოფენის მოწყობა.

როდესაც ფატიმამ ინფორმაცია „ტუბეტეიკას“ შესახებ სოციალურ ქსელებში გაავრცელა, მას ქართველი, უზბეკი, აზერბაიჯანელი და სხვა ქვეყნების ოსტატები გამოეხმაურნენ.

პროექტი ჩაფიქრებულია არამხოლოდ როგორც გამოფენა-ბაზრობა. „პირველ რიგში, ის ადამიანებს სხვა ერების კულტურას შეაყვარებს, რათა მათზე სტერეოტიპულად არ იფიქრონ“, — ხაზგასმით აღნიშნავს ორგანიზატორი.

გამოფენის სახელწოდება ფატიმას შემთხვევით არ აურჩევია. „ტუბეტეიკა აერთიანებს თათრებს, ბურიატებს, ყაზახებს, ტაჯიკებს, ჩეჩნებს, უზბეკებს. ჩვენ ყველანი ერთი ქუდის ქვეშ ვართ და შეგვიძლია მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება“.

გამოფენის პავილიონში დგას „ნატვრის ხე“ — მასზე სტუმრების მიერ დაწერილი სურვილების ბარათები ჰკიდია. 

© Photo: courtesy of TImur Selivanovნატვრის ხე წერილებით
Дерево счастья с записками-пожеланиями - Sputnik საქართველო
ნატვრის ხე წერილებით

 „როდესაც ეს ნატვრის ხე აქ „დავრგეთ“, პირველი წერილი მე დავტოვე. ეს შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანებს შორის მეგობრობასა და მშვიდობაზე დავწერე“, —გამოგვიტყდა ფატიმა.

ყველა ახალი ამბავი
0