19 იანვრის ღამეს ბათუმში ნათლისღებასთან დაკავშირებით ზღვაში საყოველთაო განბანვა გაიმართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მონაწილეობდნენ ქალაქის მცხოვრებები ტრადიციულ ცერემონიაში
რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ზღვაში მასობრივი განბანვა გაიმართა. მორწმუნეები წყალში მას შემდეგ შევიდნენ, რაც მოძღვრებმა წყალი აკურთხეს. ეს რიტუალი ბათუმში უკვე 14 წელია იმართება. ტრადიცია ბათუმის მიტროპოლიტის კურთხევით აღადგინეს და ახლა ყოველ წელს იმართება.
მთელი მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს აღნიშნავს ნათლისღებას — ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს.