შეხვდე ჯეიმს ბლანტს: ქართველ ფანებს უნიკალური შანსი ეძლევათ

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი
ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯეიმს ბლანტის გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში 26 მაისს შედგება

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. პირადად შეხვდე და გაიცნო ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი, რომელიც თბილისში პირველად 2018 წელს წარდგება — ასეთი უნიკალური შანსი მუსიკოსის გადაწყვეტილებით მის ქართველ ფანებს ეძლევათ.

იღბლიანთა რიცხვში 30 ადამიანი მოხვდება. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ის, ვინც კონცერტის ბილეთების შეძენას 2018 წლის 31 იანვრამდე მოასწრებს.

ჯეიმს ბლანტის გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის ფერგლებში მიხეილ მესხის სტადიონზე 26 მაისს შედგება. ბლანტი შეასრულებს სიმღერებს თავისი ბოლო ალბომიდან Afterlove და ასევე თავის საუკეთესო ჰიტებს.

ჯეიმს ბლანტთან ერთად „დამოუკიდებლობის დღის“ ფესტივალზე წარდგებიან სხვა მუსიკოსებიც, მათ შორის სამხრეთაფრიკული ინდი-როკ-ჯგუფი The Parlotones იოჰანესბურგიდან. ფესტივალის ქართველი მონაწილეები იქნებიან ინდი-როკ-ჯგუფი Young Georgian Lolitaz-ი, რომელმაც საქართველო „ევროვიზია 2016“-ზე წარადგინა, ასევე როკ-ჯგუფი Loudspeakers-ი.

კომპანია Black Pearl Live-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი
Анлийский певец и музыкант Джеймс Блант - Sputnik საქართველო
ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი

ჯეიმს ბლანტი სამხედრო მოსამსახურის, ბრიტანელი პოლკოვნიკის, ჩარლზ ბლანტის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა ინგლისში, კვიპროსსა და გერმანიაში გაატარა. 16 წლისამ პილოტის ლიცენზია მიიღო. ჩააბარა ბრისტოლის უნივერსიტეტში ავიამშენებლობის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ ვალდებული იყო, მინიმუმ ოთხი წელი ემსახურა ჯარში.

ბლანტმა იმსახურა არმიაში და კაპიტნის წოდება მიიღო. სამხედრო სამსახური 2002 წლის 1 ოქტომბერს დატოვა. სამეფო გვარის წარმომადგენლებთან ერთად არის საპატიო გვარდიელი.

მუსიკამ ჯეიმს ბლანტი ბავშვობიდან გაიტაცა — სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, უკრავდა სკოლის მიუზიკლში, უსმენდა Queen-სა და Dire Straits… მალე საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო. მან გაიცნო ლინდა პერი — სიმღერების ავტორი და მრავალი მუსიკოსის პროდიუსერი და მალე მის ხმის ჩამწერ სტუდიასთან Custard Records კონტრაქტი გააფორმა.

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი
Анлийский певец и музыкант Джеймс Блант - Sputnik საქართველო
ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი

2003 წელს ბლანტი გაემგზავრა კალიფორნიაში და ტომ როტროკთან — ელტონ ჯონის პროდიუსერთან ერთად თავისი პირველი ალბომი ჩაწერა. 2010 წლის 29 ივნისს Boeing 767-ის ბორტზე, 13 კილომეტრ სიმაღლეზე აკუსტიკური კონცერტი ჩაატარა.

2013 წლის მაისში დაასრულა მეოთხე სტუდიური ალბომის ჩაწერა, რომლის პროდიუსერი როტროკი იყო. ალბომი სახელწოდებით Moon Landing იმავე წლის ოქტომბერში გამოვიდა. ბლანტის ბოლო ალბომი კი 2017 წლის 27 მარტს გამოვიდა.


ყველა ახალი ამბავი
0