თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. პოლიციამ მომღერალი საბა სამუშია დააპატიმრა, რომელსაც რესტორან „აღაში“ სამი პირის დაჭრა ედება ბრალად, ინციდენტი თბილისში ხუთშაბათს, ღამით მოხდა, იუწყება ტელეარხი Imedi.
სისხლიანი გარჩევის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება გახდა. სამუშია მაშინ დააკავეს, როდესაც ის რესტორნიდან გაქცევას ცდილობდა. ინციდენტი დაბადების დღის აღნიშვნის დროს მოხდა, რომელზეც სამუშია მიწვეული მომღერლის სტატუსით იმყოფებოდა.
მომღერალი სხეული განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დააკავეს, მაგრამ შემდეგ საქმე გადაკვალიფირდა. ამჯერად მას ბრალი ედება სხეული განზრახ მძიმე დაზიანებაში.
ამ დროისთვის ის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რამდენადაც მას სახეზე დაზიანებები აქვს მიღებული, განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ერთ–ერთი დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დილით მას ოპერაცია გაუკეთდა.
„კლინიკაში პაციენტი გვიან ღამით, შოკურ მდგომარეობაში შემოიყვანეს, იყო ღია ჭრილობები, გარდა ამისა, დიდ რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“, – განაცხადა ქირურგმა გივი ფისარელმა.
სამუშია მომღერალ დავით კენჭიაშვილის ჯგუფის წევრია.