საქართველოში სიგარეტი ახალი შეფუთვით 1 სექტემბრიდან გაიყიდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსიგარეტის კოლოფები დახლზე
სიგარეტის კოლოფები დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებული არიან, შემოდგომიდან კოლოფების გარეგნული სახე შეცვალონ

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოში 1 სექტემბრიდან სიგარეტები ახალ კოლოფებში გაიყიდება, რომლებზეც წარწერა მოწევის მავნებლობის შესახებ 30%-იდან 65%-მდე გაიზრდება, იუწყება ტელეარხი Imedi მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით.

„თამბაქოს კოლოფზე, გარდა სამედიცინო გაფრთხილებისა, რომელიც აქამდე იყო, უკვე გვექნება ფერადი პიქტოგრამები. გარდა ამისა, თუ აქამდე 30% იყო ამ გამაფრთხილებელი წარწერების ზომა ამ კოლოფისა, ახლა ის გაიზარდა 65%-მდე. იმედი მაქვს, რომ მწეველებზე ამ პიქტოგრამებს გავლენა ექნება და ისინი დაფიქრდებიან, რომ დაანებონ მოწევას თავი", — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლეილა სტურუამ.

თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებელი და იმპორტიორი ამ რეგულაციებს მიესალმება.

თამბაქო - Sputnik საქართველო
საქართველო თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციებისთვის ემზადება

„ვერ გეტყვით, რომ ამან შეიძლება ხარჯის საგრძნობი ზრდა გამოიწვიოს, გონივრულ ჩარჩოებს ეს არ გასცდება. თუკი ეს საჭირო არის ადამიანის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვისთვის, მზად ვართ ამ ხარჯებსაც გავიღებთ. და იმედი მაქვს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც ამ ხარჯებისთვის მზად იქნებიან", — განაცხადა „ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა.

საქართველოში თამბაქოსთან აქტიური ბრძოლა 2016 წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% ეწევა.

თამბაქოს მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა მატარებლებისა და კატერებისა), სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სტადიონებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე და ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები ინახება. ასევე აკრძალულია სიგარეტის მიყიდვა არასრულწლოვანთათვის.

2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში მთლიანად აიკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა. გამონაკლისი იქნება ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ქუჩა, კაზინო, საპატიმროები, ფსიქიატრიული საავადმყოფოები და სიგარა-ბარები.

2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა შესაძლებელი იქნება ღია სტადიონებსა და სასტუმროს ნომრებში მწეველებისთვის. ამის შემდეგ მოწევა სრულად აიკრძალება.

 

ყველა ახალი ამბავი
0