„Sputnik საქართველო“ რეზო ბლიაძის ბლიც ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
- რატომ „რეზო და ბავშვები“?
— რატომ არა „რეზო და ბავშვები“?
- სიმღერა ჩემთვის…
— უფ, ძაან კაია!
- ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად მახსენდება…
— ბავშვობა…
- მენატრება…
— მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა! მადლობა ირაკლი ნოზაძეს.
- ვტირი როცა…
— არ ვიცი.
- ვიცინი როცა…
— რა ვიცი.
- ვჩხუბობ როცა…
— ზღვარს გადის.
- ჩარკვიანი?
— ზღვას გადის.
- ვიბრძოლებ…
— სულ რატომ ვიბრძვით?!
- როგორც მეუღლე ვარ?
— მინდა ვიყო უკეთესი.
- როგორც მამა ვარ?
— უკეთესიც შეიძლება.
- ჩემი ხასიათის თვისებიდან ვმალავ…
— ყველაფერს რასაც ვმალავ.
- ყველაზე ხშირად მესიზმრება…
— მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვა. მომწონს ჩემი სიზმარი.
- ვუღალატე…
— ვუღალატე ზამთარს. გაზაფხულზე, გაზაფხულზე შევცდი. კარგი მისამღერი იქნება?
-სიამოვნებას ვიღებ…
— „რეზო და ბავშვებით“, სიყვარულით, ბალახით, ჰაერით, მდინარით, სტატისტიკებით და მედიტაციით დაზარალებულების უფლებების დამცველებით. ვკაიფობ შეძლებისდაგვარად.
- ვიზიდავ…
— იმას რაც მიზიდავს.
- ვამაყობ…
— როცა საკუთარი თავებით ამაყობენ ადამიანები.
- ვიტყუები როცა…
— ვამბობ, რომ არ ვიტყუები.
- ვოცნებობ…
— დედამიწაზე.
- ვგეგმავ…
— სიგიჟეებს!