ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინოდარ ახალკაცი
ნოდარ ახალკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დინამო" თბილისის ყოფილი მწვრთნელის ქალიშვილს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik.  ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, მწვრთნელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარდაცვალების შემდეგ,  ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ნათქვამია სფფ–ის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სახელმწიფო ჯილდო ახალკაცის ქალიშვილს მედეა ახალკაცს საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა. 

 „ეს მეხსიერება და პატივისცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღსაზრდელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონი ნოდარის ღვაწლის აღსანიშნავად, გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოოთ სახელმწიფოსა და ხალხისაგან მადლიერებით", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მედეა ახალკაცმა საქართველოს პრეზიდენტსა და შეკრებილ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მამის ღვაწლის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდო მისი ოჯახისთვის დიდი პატივია. 

© SPUTNIK/ ОХМАКЕВИЧ1981 წლის 13 მაისი, მატჩი "თასების მფლობელთა თასზე". ბურთს ფლობს ვლადიმერ გუცაევი
1981 წლის 13 მაისი, მატჩი თასების მფლობელთა თასზე. ბურთს ფლობს ვლადიმერ გუცაევი - Sputnik საქართველო
1981 წლის 13 მაისი, მატჩი "თასების მფლობელთა თასზე". ბურთს ფლობს ვლადიმერ გუცაევი

ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობის პერიოდში თბილისის „დინამომ“ არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, როდესაც 1981 წელს უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო. გარდა ამისა, 1978 წელს  მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და ორჯერ საბჭოთა კავშირის თასი (1976, 1979).

ახალკაცი დაიბადა 1938 წელს და გარდაიცვალა 1998 წლის  25 იანვარს.  2 იანვარს მას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0