გორში დამნაშავემ საბავშვო ბაღიდან ბავშვებს ნივთები მოჰპარა

CC BY 2.0 / Charlie Vinz / kindergartenსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ქალაქ გორში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 29 წლის ახალგაზრდამ N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და ორი პორტატული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავა და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0