ბავშვი თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ ეთერში - სასაცილო გაუგებრობა

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ის, რომ მისმა შვილმა უწყების ფეისბუქ-გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო, რამდენიმე წამში შენიშნა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ფეისბუქის მომხმარებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უჩვეულო პირდაპირი ეთერის მოწმე გახდა — თანამშრომლის პატარა ვაჟმა შემთხვევით დააჭირა ხელი ღილაკს Live.

თანამშრომლის ბავშვი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წამი იყო. როგორც კი ეს შენიშნა, მამამ სასწრაფოდ შეწყვიტა პირდაპირი ტრანსლაცია. ვიდეო თავდაცვის სამინისტროს გვერდიდან წაშალეს, თუმცა, ზოგიერთმა მომხმარებელმა მისი კოპირება მოასწრო. იქვე ჩანს სოციალური ქსელის მომხმარებლების კომენტარები, რომლებიც მომხდარმა ძალიან გაახალისა.

მოგვიანებით მომხდარს გამოეხმაურა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო თოლორდავა.

„ეს პატარა სანდროა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილი სანდრო, შემთხვევით აღმოჩნდა სამინისტროს ფეისბუქ გვერდის ლაივში და თქვენი გამხიარულებაც მოახერხა სახალისო ხარვეზი — გვაპატიეთ", — დაწერა თოლორდავამ თავის ფეისბუქ-გვერდზე.

უყურადღებოდ არც ეს კომენტარი დარჩენილა.

„მიყვარს ეს ბავშვი", — დაწერა მომხმარებელმა Natalia Kajaia-მ.

„მომავალი გენერალი", — დაწერა Xatuna Nozadze-მ.

„ძლივს რაღაც სახალისო მოხდა დღეს", — დაწერა Levantus Beglarisvhili-მა.

 

ყველა ახალი ამბავი
0