ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsავტომაგისტრალი
ავტომაგისტრალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზის დაკეტვის ადგილებში კონტრაქტორი ორგანიზაცია შესაბამის საგზაო ნიშნებს განათავსებს

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე 17-დან 20 იანვრის ჩათვლით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, შეზღუდვები ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ მონაკვეთზე დაწესდა.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-დან სოფ. სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9 კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე", — ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის დაკეტვის ადგილებში კონტრაქტორი ორგანიზაცია შესაბამის საგზაო ნიშნებს განათავსებს.

ყველა ახალი ამბავი
0