საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

© FB / Parliament of Georgiaირაკლი კობახიძე და რაიმონდ ვეიონისი
ირაკლი კობახიძე და რაიმონდ ვეიონისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძე ლატვიაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში დასრულდა — ბოლო შეხვედრა მან ქვეყნის პრეზიდენტ რაიმონდ ვეიონისთან გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობასა და ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ მიღწეული წარმატებები განიხილეს.

„დღეს დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში… ჩვენს კოლეგებთან ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრები გვქონდა", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე და ირენა მურნიეცე - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

ლატვიაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 15 იანვარს დაიწყო. ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრები გამართეს ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ ინეტა ზიემელესთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩთან და ეკონომიკის მინისტრ არვილს აშერადენსთან.

ქვეყნებს შორის მეგობრობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სახელით გუშინ რიგაში კონცერტი გაიმართა.

ქართული დელეგაციის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს ირაკლი კობახიძემ და ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ.

დოკუმენტი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო დელეგაცია ლატვიიდან უკრაინაში გაემგზავრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0