საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე პორტუგალიურ „რიუ ავეში" გადავიდა

© photo: Rio Ave Futebol Clube / FBგიორგი მაკარიძე
გიორგი მაკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 წლის გიორგი მაკარიძემ ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე ივარჯიშა

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის კლუბ „რიუ ავეში" გადავიდა, აღნიშნულია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ქართველი ფეხბურთელი „რიუ ავეში" მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მოიჯარის უფლებებით ითამაშებს. გარიგების ფინანსური მხარე უცნობია.

27 წლის მაკარიძე ახალი მოთამაშის სახით უკვე წარადგინეს ოფიციალურად მან გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში უკვე გამართა.

„რიუ ავეს" პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

ქართველი გოლკიპერი „რიუ ავეში" მეორე პორტუგალიური კლუბ „მორეირენსიდან" გადავიდა, რომელიც სატურნირო ცხრილში უფრო ქვედა ადგილზეა.

ამჟამინდელი სეზონის დასაწყისში მაკარიძესა და „მორეირენსის" ხელმძღვანელობას კონფლიქტი მოუვიდათ. მას ამ სეზონზე კლუბის შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაკარიძემ ცხრაჯერ ითამაშა და 11 ბურთი გაუშვა.

ყველა ახალი ამბავი
0