საქართველოში გათავისუფლებული მარეკ დუდაევი ცხინვალის რეგიონში მოკლეს

© Sputnik / Alexander Imedashviliცხინვალის რეგიონი
ცხინვალის რეგიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარეკ დუდაევი, რომელიც ქართული ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მკვდარი იპოვეს

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. მარეკ დუდაევი, რომელიც წარსულში სხვადასხვა ბრალდებით სასჯელს საქართველოში იხდიდა, ცხინვალის რეგიონში სოფელ არცევში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოკლული დუდაევი ერთ-ერთი მიტოვებული შენობის მეორე სართულზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის სხეულზე სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა იყო.

სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია, განაცხადა დე-ფაქტო შსს-ს ხელმძღვანელმა იგორ ნანიევმა. ეს არის დუდაევის ერთ-ერთი თანასოფლელი. ნანიევმა არ გამორიცხა, რომ ბოროტმოქმედი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიმალა.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

დუდაევი საქართველოში 2004 წლის მარტში დააკავეს და 16-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინეს, მათ შორის იყო მკვლელობა, გატაცება და ყაჩაღობა. სამართალდამცავ ორგანოებში მას კრიმინალური ავტორიტეტი უწოდეს.

მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მარეკ დუდაევის ძმა — ერიკ დუდაევი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სამინისტროში მუშაობდა, ასევე კრიმინალური ავტორიტეტია და ადამიანების გატაცებებში, ფულის გამოძალვებში და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდა.

2005 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ დუდაევს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის ივნისში ის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება დუდაევის გათავისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა.


ყველა ახალი ამბავი
0