Sputnik-საქართველოს ჟურნალისტმა ძველით ახალ წელს პროფესია შეიცვალა და თოვლის ბაბუის როლში მიულოცა ბავშვებს რამდენიმე სხვადასხვა ოჯახში
Sputnik-საქართველოს ჟურნალისტი ძველით ახალ წელს თბილისში რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა. ჟურნალისტს პროფესიონალები ეხმარებოდნენ, სანტასთან ერთად გამოძახებაზე მიდიოდა თოვლის ბაბუაც. ბავშვებს უხაროდათ სტუმრების დანახვა და საჩუქრები, ისინი მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსებს და სურვილებს უთქვამდნენ.