სროლა ნუცუბიძის პლატოზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

გამოწერა
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა ნუცუბიძის პლატოზე, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გავრცელებული ინფორმაციით სროლის შედეგად დაიჭრა 26 წლის მამაკაცი, რომელიც სასწრაფო სამედინიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

გამომძიებელთა მუშაობა - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მანქანა - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა ღამის კლუბ Bassiani-სთან - ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0