პრეზიდენტის დაპირება: მაკრონი კალეში მიგრანტთა „ჯუნგლების“ გაშენებას აღარ დაუშვებს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ კალეში მიგრანტთა უდიდესი ბანაკი არსებობდა, რომელიც 2016 წლის ნოემბერში დაშალეს. მიუხედავად ამისა, მიგრანტები მაინც არ ტოვებენ რეგიონს დიდ ბრიტანეთში გადასვლის იმედით.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც დღეს, სამშაბათს საპორტო ქალაქ კალეს ეწვია, პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ქალაქში „ჯუნგლების“ — არალეგალ მიგრანტთა ბანაკების კვლავ გაჩენას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ [საფრანგეთიდან] დიდ ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევა აღარ იყოს შესაძლებელი. კალე არ უნდა იყოს საიდუმლო შესასვლელი ბრიტანეთში“, — განაცხადა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ დაუშვებს „ჯუნგლების“ კვლავ გაჩენას კალეში.

​​ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა ქალაქის ჟანდარმერიას გაწეული სამსახურისთვის და აღუთქვა, რომ „პროფესიული ეთიკის დამრღვევები სასტიკად დაისჯებიან“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები რეგულარულად ართმევდნენ მიგრანტების დასახლებაში მცხოვრებლებს საძილე ტომრებსა და კარვებს.

აღსანიშნავია, რომ კალეში მიგრანტთა უდიდესი ბანაკი არსებობდა, რომელიც 2016 წლის ნოემბერში დაშალეს. მიუხედავად ამისა, მიგრანტები მაინც არ ტოვებენ რეგიონს დიდ ბრიტანეთში გადასვლის იმედით.

ყველა ახალი ამბავი
0