თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რივერსაიდის (აშშ, კალიფორნია) პოლიციამ დააკავა ცოლ-ქმარი, რომლებსაც თავიანთი 13 შვილი სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი, ზოგი მათგანი კი — ჯაჭვით დაბმული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რივერსაიდის პოლიციის შერიფის ოფისზე დაყრდნობით.
What we know so far about the Perris Torture/Child Endangerment Investigation:
— The Press-Enterprise (@pressenterprise) January 15, 2018
* 12 people found chained & padlocked to their beds
* 7 are adults, but so emaciated they appeared to be children
* The parents were arrested with bail set at $9 million each https://t.co/fxvl0QTg7y
როგორც პოლიცია აცხადებს, 14 იანვრის დილას 10 წლის გოგონამ მოახერხა სახლიდან გაქცევა და 911-ზე დარეკვა. გოგონამ მათ უთხრა, რომ მის მშობლებს სახლში კიდევ 12 შვილი ჰყავდათ გამომწყვდეული და ჯაჭვით დაბმული.
„გოგონასთან მოკლე საუბრის შემდეგ, პოლიციამ 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი დააკავა საკუთარ სახლში“, — ნათქვამია შერიფის ოფისის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა სახლის ბნელ და უჰაერო სათავსოში ორიდან 29 წლამდე ასაკის 12 ადამიანი აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგი საწოლებზე იყო ჯაჭვით დაბმული. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, ვინაიდან დიდი ხნის უჭმელები იყვნენ.
პოლიციამ მშობლების ტყვეობიდან გათავისუფლებულები ჯერ განყოფილებაში გადაიყვანა გამოსაკითხად, შემდეგ კი საავადმყოფოში, სადაც მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ.