ზემო ლარსი დღეს: საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

© Facebook / photo: Roads Department of Georgia / FBГрузовой трейлер едет по Военно-Грузинской дороге
Грузовой трейлер едет по Военно-Грузинской дороге - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვრის მიმართულებით ავტომაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

მანამდე დიდთოვლობის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა იყო დაწესებული. 

ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

საავტომობილო გზის 134-135 კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

„ყაზბეგი — ზემო ლარსი" საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია. 

ყველა ახალი ამბავი
0