ხაშურში მეთორმეტე კლასის ორი მოსწავლე დაჭრეს

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ხაშურში წუხელ, გვიან ღამით ორი მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრეს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" ხაშურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ.

„დაჭრილია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე. ამ ეტაპზე ისინი სავადმყოფოში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა გოგუაძემ.

თავდასხმა პერმის სკოლაზე - Sputnik საქართველო
თავდასხმა სკოლაზე: დაჭრილია 8 მოსწავლე და მასწავლებელი, ევაკუირებულია 700-ზე მეტი

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

„Sputnik–საქართველოს" ხაშურის საავადმყოფოში განუცხადეს, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ოპერაცია უკვე გაუკეთეს და მისი ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე პაციენტს ამ წუთებში ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0