საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია

გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები იყო დაწესებული.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იტყობინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

„ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-62 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია განცხადებაში.

გზები ზამთარში - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 36-57 კმ (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზეც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ყველა ახალი ამბავი
0