თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. რუსთავში ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მფლობელი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით აღიძრა.
შსს-ში მომხდარის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავეს.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ