ქობულეთში ავტომანქანამ სამი წლის ბავშვი გაიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომელი
პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქობულეთის სოფელ ოჩხამურში დააკავეს მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi შსს-ზე დაყრდნობით.

გვიან ღამით მოხდარი ავტოავარიის შედეგად, 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით,  ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).


ყველა ახალი ამბავი
0