თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ირლანდიური როკ-ჯგუფ The Cranberries სოლისტი დოლორეს ო’რიორდანი ლონდონში 46 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости ტელეარხ RTE-ზე დაყრდნობით.
„The Cranberries სოლისტი ლონდონში ჩაწერაზე იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, — განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.
ო’რიორდანი შეუერთდა ჯგუფ Cranberries 1990 წელს 18 წლის ასაკში და იმ დროიდან ჯგუფის ვოკალისტი და სახე გახდა. 2003 წლიდან მან სოლოკარიერა დაიწყო. მომღერალს ჯგუფ Duran Duran-ის მენეჯერთან ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა.
ო’რიორდანმა ფილმში „დაწკაპუნება“ (Click) ეპიზოდური როლი ითამაშა, ფილმისთვის „ქრისტეს ვნებანი“ სიმღერა Ave Maria ჩაწერა.