თბილისში დაკავებულ შუახნის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

© Pixabay / 4711018ეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბუპრენორფინის შემცველი 42 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 52 წლის დაკავებულისგან ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 42 აბი ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0