თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულიდან დაკარგული 20 წლის გოგონა თბილისში იპოვეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრესსამსახურში.
გოგონა თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება. საქმის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
დაკარგულ თიკო ხუციშვილს 30 დეკემბრიდან ეძებდნენ. ახლობლების მტკიცებით, ის უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა.
მომხდართან დაკავშირებით შსს გამოძიებას ატარებს.