თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში რამდენიმე ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 39 დაიჭრა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
წინასწარი მონაცემებით, ერთმანეთს შეეჯახა ორი მიკროავტობუსი, ორი ჯიპი და სატვირთო, რომელსაც ქაღალდის პარტია გადაჰქონდა. შეჯახების შედეგად გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ტვირთს მოედო.
— Hyper Observer (@HyperObserver) January 13, 2018
ავარიის გამო ორივე მიმართულებით გადაიკეტა ქალაქ ბელუ-ორიზონტისკენ მიმავალი გზატკეცილი. შედეგად წარმოიქმნა 20-კილომეტრიანი საცობი.
დაშავებულთა უმრავლესობამ მსუბუქი ტრავმები მიიღო, იუწყებიან შტატის სამაშველო სამსახურები. მაგრამ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ათამდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.